გოგა ბითაძემ "ბასკონიას" 7 ქულა ჩაუგდო - მისი გუნდი 20 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
15 მარტს, ევროლიგის 26-ე ტურის დასკვნით მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ვიტორიაში "ბასკონიასთან" 62:82 დამარცხდა.

ბითაძის გუნდს პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს, უმოტივაციოდ მყოფმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია მასპიძლებს წინააღმდეგობა და საბოლოოდ 20 ქულით დამარცხდა.

ბითაძემ 24:13 წუთში 7 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

"ბასკონიაში" ტრავმების გამო არ უთამაშიათ გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს მეტ ჯენინგს.

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით კვლავ მეთხუთმეტე ადგილზეა, "ბასკონია" კი 14 მოგებით მეექვსეზე.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული