სანდრო მამუკელაშვილის საპლეიოფო ამბები: ორმაგი დუბლი, თამაშიდან გაძევება და ფინალის საგზური

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის ფინალშია და საჩემპიონო მატჩში კონფერენციისა და სრულიად ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ვილანოვას” შხვდება. “მეკობრებმა” 14 მარტს მეოთხედფინალური მატჩი “ჯორჯთაუნს” 73:57 მოუგეს, ხოლო მეორე დღეს უდაძაბულეს მატჩში “მარკეტი” 81:79 დაამარცხეს.

ორივე მატჩში ჩინებულად ითამაშა ქართველმა ფორვარდმა. საქართველოს ნაკრების წევრმა მეოთხედფინალში 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.”მარკეტთან” გამართულ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში კი მამუკელაშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დაგროვდა. სანდრომ 2 ჯარიმა მიიღო, ბურთი კი არ დაუკარგავს. სანდრომ 6-დან
2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ მსაჯებმა კალათბურთელებს 57 პერსონალური ფოლი და 9 ტექნიკური ჯარიმა ჩამოურიგეს და მეტოქეებმა 85 (!) საჯარიმო შეასრულეს.

ერთ-ერთი, ვინც ტექნიკური ფოლი მიიღო და თამაშის ნაადრევად დასრულება მოუხდა, ქართველი კალათბურთელი გახლდათ.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 17 მარტს ჩატარდება, “სეთონ ჰოლის” მეტოქე კონფერენციის ლიდერად მიჩნეული “ვილანოვა” იქნება. თამაშს ნიუ იორკის სახელოვანი “მედისონ სქვერ გარდენი” უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული