21 მარტს, ევროლიგის 28-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე "ანადოლუ ეფესთან" 84:91 დამარცხდა.
სტუმრები მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ და მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლეს ანგარიშის შემცირება.
ბითაძემ 23:50 წუთში 16 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
ის შედეგიანობით და მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მხოლოდ სტამბულელ ვასილიე მიჩიჩს (18 ქულა და 23-იანი კოეფიციენტი) ჩამორჩა.
"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით მე-15 ადგილზეა და 28 მარტს სტუმრად "ბარსელონას" შეხვდება.