ფოტო: nba.com
31 მარტს NBA-ში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს" უმასპინძლა და 99:90 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 10 წუთი გაატარა და 4 ქულის, 2 პასისა და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო.
მასპინძელთა რიგებში ყველაზე კარგი შედეგი რეჯი ჯექსონმა (28 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა) და ანდრე დრამონდმა (22 ქულა, 4 პასი, 19 მოხსნა აჩვენეს, სტუმართა შორის კი ყველაზე შედეგიანები დამიან ლილარდი (23 ქულა, 3 პასი, 8 მოხსნა) და ენეს კანტერი (20, 15 მოხსნა) გახდნენ.
76 მატჩის შემდეგ ფაჩულიას გუნდი 39 მოგებითა და 37 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს.
შემდეგ მატჩს "დეტროიტი" 2 აპრილს სტუმრად, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ბრუკლინი - ბოსტონი 110:96
ჰიუსტონი - საკრამენტო 119:108
ინდიანა - ორლანდო 116:121
ნიუ-იორკი - მაიამი 92:100
ჩიკაგო - ტორონტო 101:124
მინესოტა - ფილადელფია 109:118
ფინიქსი - მემფისი 115:120
ჰიუსტონი - საკრამენტო 119:108
ინდიანა - ორლანდო 116:121
ნიუ-იორკი - მაიამი 92:100
ჩიკაგო - ტორონტო 101:124
მინესოტა - ფილადელფია 109:118
ფინიქსი - მემფისი 115:120