ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და მორიგი მარცხი - "დელტეკო" ისევ ვერ იგებს

AutoSharing Option
კიდევ ერთი ორმაგი დუბლი ბექა ბურჯანაძისგან - ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ქართველი ფორვარდის "დელტეკომ" "ანდორას" უმასპინძლა და 72:84 დამარცხდა, ბურჯანაძე კი მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

თავის ყოფილ გუნდთან ბურჯანაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. ბექა სასტარტო ხუთეულში იყო და 31:11 წუთი ითამაშა. ჩვენებურმა საკუთარ გუნდს 16 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი შეაშველა. ქართვემა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა და თანაგუნდელთა შორის, როგორც ამ კომპონენტში, ისე ქულების რაოდენობით
მხოლოდ ბლაგოტა სეკულიჩს ჩამორჩა (27 ქულა, 29 მარგი ქმედების კოეფიციენტი).

"გიპუზკოას" 25 თამაშში 6 გამარჯვება და 19 მარცხი აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 6 აპრილს, "ესტუდიანტესს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე. აღარ ვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს ქართველ კალათბურთელთა წარმატება, კარრგად ითამაშებს ევროლიგის გუნდი აიყვანს და ფაფუ ნაკრები, აღარ ვიცი რა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული