4 აპრილს, ევროლიგის უკანასკნელ, 30-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ათენში "პანათინაიკოსთან" 67:87 დამარცხდა.
ბითაძემ 23:15 წუთში 16 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და თავის გუნდში ყველა კომპონენტში საუკეთესო იყო.
"ბუდუჩნოსტმა" ტურნირზე მხოლოდ 6 მატჩი მოიგო და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე გავიდა.
"ბუდუჩნოსტი" 7 აპრილს ადრიატიკის ლიგის გადამწყვეტ, მესამე ნახევარფინალურ მატჩში ზაგრებში "ცედევიტას" დაუპირისპირდება.