გოგა ბითაძე 16 ქულით კი შეეწია, მაგრამ "ბუდუჩნოსტი" "პანათინაიკოსთან" მაინც განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აპრილს, ევროლიგის უკანასკნელ, 30-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ათენში "პანათინაიკოსთან" 67:87 დამარცხდა.

ბითაძემ 23:15 წუთში 16 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და თავის გუნდში ყველა კომპონენტში საუკეთესო იყო.

"ბუდუჩნოსტმა" ტურნირზე მხოლოდ 6 მატჩი მოიგო და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე გავიდა.

"ბუდუჩნოსტი" 7 აპრილს ადრიატიკის ლიგის გადამწყვეტ, მესამე ნახევარფინალურ მატჩში ზაგრებში "ცედევიტას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გოგა ტემპი არ დააგდო ძმაო.წარმატებები შენ
დდდ
07:38 05-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული