ბექა ბურჯანაძის მორიგი დიდებული მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. ბოლო ადგილზე მყოფ “გიპუსკოამ” ქართელმა ფორვარდმა ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოაგებინა.
მორიგი ტურის მატჩში ბურჯანაძის გუნდმა “ესტუდიანტესს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 93:92 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34:28 წუთი გაატარა. ბურჯანაძემ საოცარი სიზუსტით სტყორცნა სამქულიანები: 7-დან 5. ორქულიანები: 7-დან 4. საჯარიმოები: 4-დან 3. 26 ქულასთან ერთად ბექამ 6 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. “გიპუსკოას” ვიცე-სნაიპერები გახდნენ უკრაინელი ვიაჩესლავ ბობროვი და ნიკ ზეისლოფტი – 19-19 ქულა.
ბურჯანაძის გუნდს 7 მოგება,
19 წაგება აქვს და ჯერაც ბოლო ადგილზეა, თუმცა ძალიან ახლოსაა გასავარდნი ზონიდან ამოსვლასთან. ამ ზონაში მყოფ “მურსიას” ერთი მოგებით მეტი აქვს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით