გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ფინალში ითამაშებს - მან "ცედევიტას" 13 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 აპრილს, ადრიატიკის ლიგის მესამე, გადამწყვეტ ნახევარფინალურ მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" ზაგრებში "ცედევიტა" 78:73 დაამარცხა.

სერიაში ანგარიში 1:1 იყო, მესამე შეხვედრაში პოდგორიცულმა გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 11 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა თანდათან მოახერხეს ანგარიშის შემცირება, წინ გაჭრა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს.

ბითაძემ 21:30 წუთში 13 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 10-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ფინალში "ბუდუჩნოსტი" "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება - სერია 3 მოგებამდეა, პირველი მატჩი 12 აპრილს ბელგრადში
გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცუდად არ უთამაშია, მაგრამ საჯარიმოები საშინლად შეასრულა. ცოტა უჭირს მაგ კომპონენტში.
Irakliy
23:26 07-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული