ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" კვლავ წააგო და პლეი-ოფში გასვლა საფრთხის ქვეშ დააყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აპრილს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" შინ "შარლოტ ჰორნეტსი" მიიღო და ანგარიშით 91:104 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი მატჩის განაცხადში იყო, თუმცა პარკეტზე გამოსვლის საშუალება არ მისცემია.

"დეტროიტის" რიგებში ყველაზე შედეგიანი იშ სმიტი (20 ქულა, 4 გადაცემა, 4 მოხსნა), ბლეიკ გრიფინი (16 ქულა, 4 გადაცემა, 4 მოხსნა) და ანდრე დრამონდი იყვნენ (15 ქულა, 1 გადაცემა, 23 მოხსნა), სტუმართა რიგებში კი საუკეთესო შედეგი კემბა უოლკერმა (31 ქულა, 7 გადაცემა, 8 მოხსნა) და ფრანკ კამინსკიმ (24 ქულა, 2 გადაცემა, 5 მოხსნა) აჩვენეს.

ეს მარცხი "დეტროიტისთვის"
ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა. "პისტონს" 39 მოგება და 41 მარცხი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით დეტროიტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ "მაიამი ჰიტს" 38 მოგება და 42 მარცხი აქვს და "დეტროიტის" მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში ფლორიდელებს მე-8, საპლეიოფო პოზიციაზე მოხვედრის საშუალება ექნებათ.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს შინ "მემფისის" წინააღმდეგ 10 აპრილს, 03:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ინდიანა - ბრუკლინი 96:108
მემფისი - დალასი 127:129 (ოტ)
ჰიუსტონი - ფინიქსი 149:113
მილუოკი - ატლანტა 115:107
ბოსტონი - ორლანდო 108:116
ნიუ-იორკი - ვაშინგტონი 113:110
გოლდენ სტეიტი - ლოს-ანჯელეს კლიპერსი 131:104
პორტლენდი - დენვერი 115:108
საკრამენტო - ნიუ ორლეანი 129:133
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი - იუტა 113:109

alt"ბასკონიამ" მორიგი გამარჯვება გაიფორმა - თორნიკე შენგელიას 5 წუთი და უქულო მატჩი

altგიორგი შერმადინის "უნიკახამ" ტედ მაკფადენის "ხუვენტუდი" იოლად დაამარცხა

altგოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ფინალში ითამაშებს - მან "ცედევიტას" 13 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

altბექა ბურჯანაძის 26 ქულა და “ესტუდიანტესთან” დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული