bleacherreport.com: გოგა ბითაძე დრაფტის მე-14 ნომერი იქნება და "ბოსტონი" აირჩევს

AutoSharing Option
ცნობილი სპორტული გამოცემა bleacherreport.com-ი NBA-ს დრაფტამდე 2 თვით ადრე 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს დრაფტის მე-14 ნომრად მოიაზრებს და მას პირველ რაუნდში "ბოსტონ სელტიკის" მიერ არჩევას უწინასწარმეტყველებს.

10 დღის წინ გამოქვეყნებულ სიაში გოგა ბითაძე მე-20 ნომრად იყო მიჩნეული.

პირველ ნომრობას კვლავ არავის უთმობს "დიუკის" ფორვარდი სიონ უილიამსონი. გამოცემა მეორე პიკად ჯო მორანტს მიიჩნევს, მესამედ კი - არჯეი ბარეტს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია და მისასალმებელი გოგას NBA- ს პერსპექტივა მაგრამ ვფიქრობ ეს წელი უნდა დარჩეს ამ კლუბში, ითამაშოს ადრიატიკის ლიგაში და ევროლიგაზე, უკეთესად მომძლავრდეს, უფრო დაიხვეწოს, მეტად თავდაჯერებული გახდეს და მომავალ წელს წავიდეს ამერიკაში.
ეს ჩემი აზრია.
ბათუმი
15:45 09-04-2019
29
ლეგენდარული ლარი ბერდის გუნდი, აუ მაგარია, ნბა-შია სწორედ მისი ადგილი. რასისტობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სელტიქსი უფრო თეთრკანიანებისკენ იხრებიდა ყოველთვის. ეს ისე, სხვათა შორის.
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული