"ბასკონიას" კიდევ ერთი გამარჯვება - თორნიკე შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. მისმა "ბასკონიამ" 27-ე ტურში "მორაბანკ ანდორას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 84:82 იმარჯვა, ქართველი ფორვარდი კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:19 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას საერთო სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც ბასკონიელთაგან უმაღლესი მაჩვენებელი გახლდათ.

"ბასკონიამ" 20 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და "ბარსელონასა" და "რეალის" კვალად მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 აპრილს, შინ, "ფუენლაბრადასთან" ჩაატარებს. მანამდე, 16 აპრილიდან შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგის მეოთხედფინალში, მოსკოვის ცსკა-სთან სერიაში ჩაებმებიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
5-დან ერთი საჯარიმო? რეკორდი რამდენია?
zurab
18:13 14-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული