გოგა ბითაძემ "ცრვენა ზვეზდას" 9 ქულა ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტი" განადგურდა

AutoSharing Option
14 აპრილს, ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბელგრადში" "ცრვენა ზვეზდასთან" ანგარიშით 65:103 განადგურდა.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და ადვილად გაიმარჯვეს. საერთოდაც, "ცრვენა ზვეზდა" "ბუდუჩნოსტზე" გაცილებით უკეთესი გუნდია.

ქართველმა ცენტრმა 18:28 წუთში 9 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო) და 5 მოხსნა მიითვალა. მან შეხვედრის დასრულებამდე 3:28 წუთით ადრე მიიღო მე-5 პერსონალური და მოედანი დროზე ადრე დატოვა.

ამრიგად, არმიული გუნდი 2:0 დაწინაურდა და შემდეგი მატჩი პოდგორიცაში 17 აპრილს გაიმართება. სერია 3 მოგებამდეა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ კი ზურაბ საკანდელიძის სისწრაფეს მიუახლოვდა და ოთარ ქორქიას მოზომილობას -თამაშისას ,ქართული კალათბურთის სიამაყე გვეყოლება."წითელ ვარსკვლავთანაც" თამაშისას,თავის გუნდს ,მოგების ჰანდიკაფი, პირველ წამებიდანვე მისცა აგდებული ბურთის მოგებით და ზედიზედ ორი სამიანის ჩაგდებით. 6-0 შესაშური დასაწყისია.მესამე სამიანის შანსიც რომ მიეცათ , ჩადებდა ... მაგრამ თვით მწვრთნელი გუნდიანად ვერ არიან სათანადოდ,ამ ლიგის დონეზეც კი უძლიერესნი და რას გახდები... Bითაძეს კი თავდადებითი გარჯა ესაჭიროება ,შემდგომი სტაბილურობით თამაშში,უშიშრად ... და უალტერნატივოდ ენბეაში გადასვლით ამა წლისა ჯულაი ში,თუ კი აიყვანეს .ალბათობა კი დრაფტზე დადებითია. Lიგაში მოხვედრისას კი ფიფთი-ფიფთი, როგორ გაუმართლებს გუნდით ,ქოაჩის სტრატეჯი- ტაქტიკის ხედვით... , აქედან კი შედეგის მიხედვით....თამაშის დროით,მისადმი ნდობით მოთამაშეებისა გუნდიდან,მცირედად იღბლითაც... Aმგვარია ფესვი არსისა... ამ "გაურკვეველ" სტუმრობისას ამა ქვეყნად ,ყველა ,ნიჭიერი და თავ თავიანთ საქმეში წინსვლის სურველის მქონე და მონდომებული ადამიანისათვის...
Qartveli.Chicago.
15:05 16-04-2019
0
ერთი რამე გავიწყდებათ ჭკუისკოლოფებო გოგა მხოლოდ 19 წლისაა ჯერ ფიზიკა აკლია. კალათბურთის ისტორიაში იქნებ შემახსენოთ რომელიმე კალათბურთელი რომელიც ამ ასაკში მარტო იგებდა თამაშებს.რომელიმე გუნდს ასეთი ჩავარდნა ქონოდეს პერიმეტრიდან სროლაში საერთოდ არ მინახია ვერცერთმა სამიანი ვერ ჩააგდო.მხოლოდ გოგამ ორჯერ პირველ თამაშში.ეტყობა მწვრთნელს მომზადებაში რაღაცა შეეშალა.რაც შეეხება ნბს-წასვლას ტყუილად არავინ არ წაიყვანენ თუ პოტენციალს არ დაინახავენ და არა მგონია იქ გადასვლით რამე გაფუჭდეს.
რომა ძალიან არასწორი აზრი გაქვს
10:48 16-04-2019
0

სიახლეები პოპულარული