დღეს, 22 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასა" და გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტს" შორის ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თამაშის წინ არეულობა დაიწყო.
novosti-ს ცნობით, სტუმარი გუნდის კალათბურთელებს სერბი ფანები აგრესიულად შეხვდნენ, სხვადასხვა საგანს ესროდნენ, შემდეგ კი მოედანზე შეუცვივდნენ. "ბუდუჩნოსტი" იძულებული გახდა, გასახდელში გასულიყო.
მატჩი 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.
შეგახსენებთ, სერიაში ანგარიში 2:2-ია.