22 აპრილს, ბელგრადში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში "ცრვენა ზვეზდასთან" 54:97 განადგურდა.
შეხვედრის დაწყების წინ მოედანზე მასპინძელთა ფანები სტუმარ კალათბურთელებს შეუცვივდნენ. ისინი გასახდელში გავიდნენ და თამაში 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. აშკარაა, ამ ინციდენტმა შეხვედრას დაღი დაასვა და პოდგორიცელები უჩვეულო ანგარიშით დამარცხდნენ.
ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, პირველი ტაიმი 26 ქულით მოიგეს, საბოლოოდ კი 43 ქულით იმარჯვეს.
არმიულმა გუნდმა სერია 3:2 მოიგო და ადრიატიკის ლიგის გამარჯვებული გახდა.
ბითაძემ 16:03 წუთში 7 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 7-დან 3 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, გოგამ დრაფტზე მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა და შესაძლოა, ევროპაში უკანასკნელად ითამაშა. არაა გამორიცხული, მისი ფინალურ სერიაში არცთუ შთამბეჭდავი ასპარეზობა ამ ფაქტორმაც გამოიწვია.
ზვეზდა უდბას, იგივე შინსახკომის დაარსებულია, დღეს კი ქალაქის ბიუჯეტზე ზის.