თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს 9 ქულა ჩაუგდო - "ბასკონია" დამარცხდა

AutoSharing Option
24 აპრილს, ევროლიგის პლეი-ოფის მესამე მეოთხედფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე 77:84 დამარცხდა ცსკა-სთან.

სერიაში არმიული გუნდი 2:1 დაწინაურდა. მესამე შეხვედრა 26 აპრილს ისევ ვიტორიაში გაიმართება და თუ "ბასკონიამ" მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მეხუთე მატჩი მოსკოვში ჩატარდება.

შენგელიამ 18:34 წუთში 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 13:22 წუთში 7 ქულა (2-დან 2 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიცოდი რომ წააგებდნენ.ბასკონია არ არის ცსკას დონის გუნდი!
Kaxa
08:27 25-04-2019
1
ჯენინგს არაუშავდა და თოკო ქვასავით რატო ესვირს ჯარიმებს ვერ ვხვდები...
Musenbezi
15:17 25-04-2019
0

სიახლეები პოპულარული