თორნიკე შენგელია "ფუენლაბრადასთან" შეუჩერებელი იყო - ცსკა-სთან მას არ გაუმართლა

AutoSharing Option
28 აპრილს, ლიგა ენდესას 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ვიტორიაში 101:92 დაამარცხა "ფუენლაბრადა".

ტრავმის მორჩენის შემდეგ შენგელიამ საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 26:54 წუთში 22 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36 იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

რა თქმა უნდა, ცსკა სულ სხვა დონის გუნდია, მაგრამ ძალიან გაუმართლა, რომ ევროლიგის მეოთხედფინალის წინ თორნიკე ფორმაში არ იყო. თანდათან აუმჯობესებდა თამაშს, მაგრამ ბოლომდე თავისი მაღალი კლასი ვერ აჩვენა. ამას
გარდა, ფეხის თითის ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა, რომელსაც "ფუენლაბრადასთანაც" არ უასპარეზია.

"ბასკონია" 21 მოგებით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 2, ხოლო მეორეადგილოსან "რეალს" 1 მოგებით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ცსკას კი არ გაუმართლა-სასაცილოა.
ცსკა სხვა დონეა - უმაღლესო დონის დაცვას თამაშობს
Kartvel
00:22 29-04-2019
4
არაფერი სხვა დონე არაა, უბრალოდ მათ ჰყავთ დე კოლო, ეს იგივეა ევროპაში, რაც ბარსას ჰყავს მესი
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული