28 აპრილს, ლიგა ენდესას 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ვიტორიაში 101:92 დაამარცხა "ფუენლაბრადა".
ტრავმის მორჩენის შემდეგ შენგელიამ საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 26:54 წუთში 22 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36 იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
რა თქმა უნდა, ცსკა სულ სხვა დონის გუნდია, მაგრამ ძალიან გაუმართლა, რომ ევროლიგის მეოთხედფინალის წინ თორნიკე ფორმაში არ იყო. თანდათან აუმჯობესებდა თამაშს, მაგრამ ბოლომდე თავისი მაღალი კლასი ვერ აჩვენა. ამას
გარდა, ფეხის თითის ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა, რომელსაც "ფუენლაბრადასთანაც" არ უასპარეზია.
"ბასკონია" 21 მოგებით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 2, ხოლო მეორეადგილოსან "რეალს" 1 მოგებით ჩამორჩება.
ცსკა სხვა დონეა - უმაღლესო დონის დაცვას თამაშობს