გოგა ბითაძემ NBA-ს სკაუტებს თავისი კლასი აჩვენა - 26 ქულა და 15 მოხსნა "პარტიზანთან"!

AutoSharing Option
გოგა ბითაძემ სერბეთის ჩემპიონატზე ჩინებული მატჩი ჩაატარა.

16 მაისს, ბითაძის "მეგა ბემაქსი" ლიდერ "პარტიზანთან" კი დამარცხდა 81:90, მაგრამ ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია - მთავარია, ქართველმა ცენტრმა გაიბრწყინა და NBA-ს სკაუტებს აჩვენა, რისი შნო და მარიფათი აქვს.

გოგამ 29:19 წუთში 26 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 17-დან 13 საჯარიმო), 15 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.

ის "მეგა ბემაქსში" დაბრუნების შემდეგ მიჯრით მესამე მატჩში 18+ ქულას აგდებს.

"მეგა ბემაქსი" 4 მოგებით B ჯგუფში მე-2 ადგილზეა და 19 მაისს სტუმრად "ნოვი პაზარს"
შეხვდება.

ნამატჩევს ბითაძე პრესკონფერენციაზე მწვრთნელთან, დეიან მილოიევიჩთან ერთად მივიდა და თქვა, რომ დაცვაში სუსტად ითამაშეს და ეს მეტოქემ გამოიყენა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
დათო ეგ შენი გასარჩევი არ არის წვერს გაიპარსავს თუ არა. პირადულ თემებს რომ არ უნდა შეეხოთ აქამდე როდის მიხვალთ საინტერესოა
დათოს
12:59 17-05-2019
1
ვინც გოგას აიყვანს მაგარი მოგებული დარჩება.მხოლოდ 19 წლისაა,კალათბურთისთვის ბავშვია და ნბა-ში ჯანს რომ მოიმატებს შეიძლება სუპერ ვარსკვლავიც გახდეს.ფიზიკურად ძაან გაუჭირდა ცვრენა ზვეზდას გორილას მსგავს ცენტრთან.მაგრამ 2-3 წელიწადში დაანგრევს.
იმედო
12:57 17-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული