ევროლიგის სეზონის გამორჩეულთა დაჯილდოებაზე პრიზი მიიღო ევროლიგის სეზონის ამომავალმა ვარსკვლავმა გოგა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა დაიმსახურა, წელს კი ევროლიგის მწვრთნელებმა ყველას გოგა არჩიეს. პრიზი გოგამ თავად დუშან ივკოვიჩისგან მიიღო.
"ყველას დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. მინდა ყველა ახალგაზრდა კალათბურთელს ვუთხრა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მე არ ველოდი, რომ ამ პრიზის მფლობელი გავხდებოდი. ის კი არა, არც ევროლიგაში თამაშს ველოდი.
გოგა ბითძე NBA-ის დრაფტზე 20 ივნისს წარსდგება.
გოგა ბითაძემ NBA-ს სკაუტებს თავისი კლასი აჩვენა - 26 ქულა და 15 მოხსნა "პარტიზანთან"!
მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.