bleacherreport.com-ის წინასადრაფტო რეიტინგში გოგა ბითაძე უკვე მერვეა

AutoSharing Option
bleacherreport.com-მა 2019 წლის NBA-ს დრაფტის რეიტინგი განაახლა, 50 კალათბურთელის სია გამოაქვეყნა და ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მე-8 ადგილზეა. ასეთ მაღალ პოზიციაზე ბითაძე აქამდე არცერთ გამოცემას არ გაუყვანია.

"ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი გოგა ბითაძე ამჟამად სერბეთის ლიგაში, "მეგა ბემაქსში" 5 მატჩში საშუალოდ 19.8 ქულითა და 8.8 მოხსნით დომინირებს. მან აგრეთვე მიმდინარე სერიაში 16 სამქულიანიდან 7 ჩააგდო და ამ კომპონენტში მისმა მაჩვენებელმა 39.5%-ს უწია.

ის შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო გაბედული გახდა, ბომბარდირული თვისებებით გამოირჩევა და თანაც, 2018/19 წლების სეზონში საშუალოდ მატჩში 1.9 დაფარებას
აგროვებს.

ბითაძე დაცვაში სწრაფად ვერ მოძრაობს, მაგრამ შეტევაში პროგრესირებამ 19 წლის ცენტრი ბევრი კლუბისთვის ძალიან მომხიბვლელი გახადა", - წერს გამოცემა.

NBA-ს დრაფტი 20 ივნისს ნიუ-იორკში ჩატარდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეც შედეგზე არანაკლებ წვერის გაპარსვამ გამახარა!
zurab
11:38 22-05-2019
13
მართლა კარგი კალათბურთელი დადგება,წარმატებები და მადლობა, რომ პირი მოიპარსა.
ლევანი
09:18 22-05-2019
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული