თორნიკე შენგელია დააჯილდოეს - "ბასკონია" დამარცხდა

AutoSharing Option
30 მაისს, "სარაგოსასთან" ლიგა ენდესას პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ლამაზად მოთამაშე კალათბურთელის პრიზით დააჯილდოეს.

"ბასკონია" კი საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 81:91 დამარცხდა.

შენგელიამ 29:34 წუთში 13 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელ მეტ ჯენინგს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა. ასე რომ, ბასკურმა გუნდმა ნახევარფინალში გასვლის საქმე გაირთულა.

მეორე შეხვედრა 2 ივნისს სარაგოსაში გაიმართება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული