თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატი პლეი ოფსს სენსაციურად გამოეთიშა

AutoSharing Option
ესპანეთის პირველობაზე მეოთხედფინალური სერია წარუმატებლად დასრულდა თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთვის".

ბასკები ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებოდნენ და "სარაგოსასთან" მოედნის უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა ჯერ შინ წააგეს, 2 ივნისს კი სტუმრად დათმეს - 69:76.

მეორე შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც "სარაგოსამ" 27:14 მოიგო.

ბასკების კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 26 წუთი ითამაშა და 12 ქულას 4 მოხსნა და 3 პასი მიამატა. თოკომ ქულების ნახევარი სამიანებით მოაგროვა: 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 5-დან 2 საჯარიმო.

მის გუნდში ყველაზე მეტი, 14 ქულა ჯეისონ
გრეინჯერს ჰქონდა. "სარაგოსას" წარმატება კი მნიშვნელოვნად განაპირობა ნემანია რადოვიჩმა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი, აღარ ექნება ასალეწად დრო და ნაკრებში ერთო-ორ თამაშს მაინც ჩაატარებს.
დათო30
13:14 04-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული