"შარლოტის" სკაუტი გოგა ბითაძეზე: მას "ჰორნეთსის" პრობლემის მოგვარება შეუძლია

AutoSharing Option
"შარლოტ ჰორნეთსის" სკაუტი ენდრიუ ვოტერსი გოგა ბითაძის შესახებ რეპორტს აქვეყნებს.

Sportall.ge გთავაზობთ აღნიშნული რეპორტის მნიშვნელოვანი ნაწილების თარგმანს:

"შარშან მე ვწერდი, რომ "შარლოტს" დრაფტის მეორე რაუნდში გოგა ბითაძის აყვანაზე უნდა ეფიქრა. იმ დროისთვის 18 წლის გოგას ბევრი არავინ იცნობდა. თუმცა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ბითაძემ პროგრესი განაგრძო და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

ბითაძის ძლიერი მხარე შეტევაში "პიკ-ენ-როლის" თამაში და დაცვაში გაკეთებული ბლოკშოტებია. ქართველი ძალიან კარგად აყენებს სქრინს და არც შემობრუნება და ბურთს მიღება უჭირს, შემდეგ კი ის შეუჩერებელია.

"შარლოტის" მწვრთნელმა ჯეიმს ბორეგომ სწორედ
ისეთი შეტევის სისტემა დანერგა გუნდში, რომელშიც ბითაძე თავს კომფორტულად გრძნობს. მას საკმაოდ მაღალი სათამაშო IQ აქვს და სხვა 19 წლის ბიჭებთან შედარებით უფრო დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

ბითაძემ ევროლიგაზე ლუკა დონჩიჩის რეკორდი დაამხო. საქმე ეხება თინეიჯერი მოთამაშის ეფექტიანობის მაჩვენებელს და ეს საკმაოდ კარგად აჩვენებს, თუ როგორი ეფექტური იყო გოგა ევროპის საუკეთესო ჩემპიონატში.

დაცვაში ბითაძეს ახლოს მყოფი ოპონენტის დაჩაგვრა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი მოთამაშე არაა, ის კარგად არჩევს პოზიციას და პოულობს საკუთარ შანსს.

სუსტი მხარეებიდან აღსანიშნავია ნაკლები ათლეტურობა და პასებთან დაკავშირებული პრობლემები.

ათლეტურობის არასათანადო მონაცემების გამო მას ძალიან გაუჭირდება ფიზიკურად ძლიერ მცველებთან გამკლავება. ასევე, მას დაცვაშიც შეექმნება პრობლემები, რადგან სისწრაფის ნაკლებობის გათვალისწინებით, პერიმეტრის დაცვა ადვილი არ იქნება.

ასევე, პასის საკითხიც მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ბიჭებისაგან პასის მაღალი დონის უნარ-ჩვევებს არ ელოდებიან, ზოგიერთ კლუბს სჭირდება მსგავსი პოზიციის მოთამაშისაგან ბურთის სწორი და ეფექტური განაწილება. გოგას კი საუკეთესო მაჩვენებელი სერბეთის ლიგაში ჰქონდა - საშუალოდ 2,2 შედეგიანი გადაცემა მატჩში და ეს მაღალი მონაცემები არაა.

ყველაზე სასაცილო ის გახლავთ, რომ ჩემი აზრით, გოგა ბითაძის სტილის მოთამაშე NBA-ში სწორედ "შარლოტის" ცენტრი ვილი ერნანგომესია. თუმცა ბითაძე გაცილებით უფრო კარგი მომხსნელია, ვიდრე ესპანელი.

ყველაფრის გათვალისწინებით, ცენტრის პოზიციაზე პრობლემების მოსაგვარებლად "შარლოტმა" უნდა გაიხედოს ოკეანის გაღმა. იქ კი 19 წლის პროფესიონალი გოგა ბითაძეა!".

შეგახსენებთ, რომ NBA-ს დრაფტი 20 ივნისს ნიუ-იორკში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი ვარიანტი იქნება, რაც მთავარია საკმარისი სათამაშო დრო ეწნება შარლოტში, რაც ადაპტაციასაც გაუადვილებს.
Irakli Apkhaidze
13:18 11-06-2019
0
არ გვჭირდება ფაჩულიობანა. ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს.
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული