19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე ე.წ. მწვანე ოთახში მიიწვიეს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ იქ მიწვეულებს პირველიდან მოწინავე თხუთმეტეულში ირჩევენ.
"მწვანე ოთახი" სცენის წინ მოწყობილი ადგილია, სადაც დრაფტისას ფავორიტი კალათბურთელები ოჯახის წევრებთან და აგენტებთან ერთად სხედან.
ერთ-ერთი გუნდი, რომელიც გოგას სამსახურითაა დაინტერესებული, "ატლანტა ჰოუქსია" და ის წინასადრაფტო პერიოდში მის ვარჯიშებში ჩაერთვება.
დრაფტი 20 ივნისს ბრუკლინში ჩატარდება.
"შარლოტის" სკაუტი გოგა ბითაძეზე: მას "ჰორნეთსის" პრობლემის მოგვარება შეუძლია
ჯილდო NBA-ს ვარსკვლავისგან - გოგა ბითაძე სერბეთის ჩემპიონატის MVP გახდა