გოგა ბითაძე NBA-მ დრაფტის "მწვანე ოთახში" მიიწვია - იქამდე კი "ატლანტა ჰოუქსში" ივარჯიშებს

AutoSharing Option
19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე ე.წ. მწვანე ოთახში მიიწვიეს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ იქ მიწვეულებს პირველიდან მოწინავე თხუთმეტეულში ირჩევენ.

"მწვანე ოთახი" სცენის წინ მოწყობილი ადგილია, სადაც დრაფტისას ფავორიტი კალათბურთელები ოჯახის წევრებთან და აგენტებთან ერთად სხედან.

ერთ-ერთი გუნდი, რომელიც გოგას სამსახურითაა დაინტერესებული, "ატლანტა ჰოუქსია" და ის წინასადრაფტო პერიოდში მის ვარჯიშებში ჩაერთვება.

დრაფტი 20 ივნისს ბრუკლინში ჩატარდება.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტორონტო რომ ჩემპიონი გახდა, სულაც არაა გასაკვირი.კავაი სასწაულია. ბითაძის წარმატება კი გასაკვირია. ამ დაბოღმილი წრიდან გარღვევა არც ისე ადვილია. თუ არ გიხარიათ, გაატარეთ მაინც სიახლე გოგას შესახებ.
0
და ამ დროს ტორონტო ნბა-ს ჩემპიონი გახდა 114-110!
aburjga
09:17 14-06-2019
3

სიახლეები პოპულარული