bleacherreport-ის NBA-ს წინასადრაფტო რეიტინგში გოგა ბითაძე უკვე მეექვსეა

AutoSharing Option
bleacherreport-მა NBA-ს წინასადრაფტო რეიტინგი განაახლა და 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე უკვე მეექვსე ადგილზე მოიაზრა. ეს ყველაზე მაღალი პოზიციაა, რომელიც მისთვის აქამდე უვარაუდიათ.

აი, როგორ დაახასიათა ქართველი გამოცემამ:

"ადრიატიკისა და სერბეთის ლიგების MVP ბითაძე დრაფტის პირველი რაუნდის პიკად გარდაისახა. სეზონის დასაწყისში ძველი ყაიდის ცენტრად მიიჩნევდნენ, მაგრამ ტრანსფორმაცია მოახერხა და 90-დან 36 სამქულიანი ჩააგდო, 23.4 წუთში კი 1.9 დაფარებას აგროვებს.

აგრეთვე, გაცილებით უნივერსალური გახდა, იერიშებს აგვირგვინებს და ხელებისა და ფეხების კარგი მუშაობით გამოირჩევა".

საიტის  რეიტინგში ბითაძეზე წინ მხოლოდ ზიონ უილიამსონი,
ჯა მორანტი, რ.ჯ. ბარეტი, ჯარეტ კალვერი და ჰეისონ ჰეიესი არიან.

გოგა აშშ-შია და "ატლანტა ჰოუკსში" ივარჯიშა.

NBA-ს დრაფტი 20 ივნისს ნიუ-იორკში გაიმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაგალითო სპორტსმენია სხვა ქართველ სპორტსმენეებისთვის, პირველ რიგში დამწყებებისთვის! წარმატებები გოგას, რასაც ის უეჭველად იმსახურებს.
გიორგი
13:11 14-06-2019
0

სიახლეები პოპულარული