გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის კლუბების ლამის ნახევარს სურს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ ისევ მალაგის "უნიკახას" ცენტრის მიმართ ინტერესს ესპანეთის "ლიგა ენდესას" რამდენიმე კლუბი იჩენს.

"მორაბაკ ანდორა", "ესტუდიანტესი", "ხუვენტუდი", "გრან კანარია", "იბეროსტარ ტენერიფე"...  თუმცა, როგორც ესპანელი ჟურნალისტი რობერტო ანიდოსი ამბობს, ქართველის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი "ტენერიფეს" აქვს.

კანარის კუნძულების გუნდი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა, როგორც ჩანს, ყველაზე დიდ ხელფასს სთავაზობს შერმადინს.

30 წლის გიორგი შერმადინი "ლიგა ენდესას" უკვე დასრულებულ სეზონში თამაშში საშუალოდ 9.7 ქულასა და 4.9 მოხსნას აგროვებდა, Eurocup-ის გათამაშებაზე კი საშუალოდ 12.5 ქულა და
4.6 მოხსნა ჰქონდა.

მომზადებულია piratasdelbasket.net-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული