გოგა ბითაძე: პარკეტზე ენერგიით სავსე გავდივარ და ბევრი რამის გაკეთება შემიძლია

AutoSharing Option
NBA-ს დრაფტამდე ორი დღით ადრე 19 წლის ცენტრი გოგა ბითაძე სხვადასხვა კლუბში ვარჯიშობს. "დეტროიტის" შემდეგ ქართველმა "შარლოტში" ივარჯიშა და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. რთული, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში იყო. მე პარკეტზე ენერგიით სავსე გავდივარ და ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ვმუშაობ ბევრს და კარგი სროლა მაქვს. ჩემი ევროპული გამოცდილება დამეხმარა, რომ დრაფტზე მოვხვედრილიყავი.

ჩემი ქართველი მწვრთნელები ძალიან დამეხმარნენ სროლის ჩამოყალიბებაში, თუმცა ამის შემდეგ ამ კომპონენტზე ბევრი ვიმუშავე და ვფიქრობ, ამან დადებითი შედეგი
გამოიღო.

ჩემი მწვრთნელები ყოველთვის მაიძულებდნენ, რომ სიღრმიდან მეთამაშა, რომ პარკეტზე შესასრულებელი ყველა მოვალეობა სწორად შემესრულებინა და არამარტო ცენტრის საქმისთვის მიმეხედა და როგორც აღვნიშნე, ამაზეც ბევრი ვიმუშავე", - განაცხადა გოგა ბითაძემ.

NBA-ს დრაფტი 21 ივნისს, 03:00 საათზე გაიმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადაც არ უნდა წავიდეს,პირველ წელს მაინც გაუჭირდება.კუნთური მასა ჯერ ჯიდევ აკლია ნბასათვის.შემდეგ კი მჯერა,რომ ყველაფერი კარგად იქნება და თავს არ შეირცხვენს.გოლდენ სტეიტი კარგი იქნებოდა,მაგრამ იქამდე არავინ მიუშვებს.
სოსო
19:56 19-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული