გოგა ბითაძეს ამერიკელი ჟურნალისტები უტაქტოდ მოექცნენ - მას შენგელია, უეიდი და გრინი ამხნევებენ

AutoSharing Option
20 ივნისს NBA-ს დრაფტი ჩატარდება და რომელიმე ამერიკულ გუნდში ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის არჩევას ველით, 19 ივნისს კი ჟურნალისტების წინაშე ბითაძე და სავარაუდო პირველი პიკი ზიონ უილიამსონი წარდგნენ.

იქაური მედიის მთელი ყურადღება უილიამსონმა მიიქცია და გოგა უყურადღებოდ დარჩა.

ბითაძე ცნობილმა კალათბურთელებმა გაამხნევეს:

საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია: "ეს სურათი კარგად დაიმახსოვრეთ, ბითაძე ყველას შეგახსენებთ თავს".

NBA-ს სამგზის ჩემპიონი დუეინ უეიდი: "ეს მოტივაციისთვის საწვავივით გამოიყენე".

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი დრეიმონდ გრინი: "ბითაძემ ამ სურათს ყოველდღე უნდა უყუროს და ყველაფერი ლეწოს".

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი: "მათ არ იციან, რეალურად ვინ არის გოგა".

საქართველოს ნაკრებისა და "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი: "ჩემი ბიჭი ყველაფერს დაიმახსოვრებს! სჯობს ყველამ შეწყვიტეთ თამაში".

განმარტება გოგამაც გააკეთა: "ეს მოტივაციას მძენს. ვიცი, NBA-ს დრაფტი რაც არის და არ მინერვიულია. უფრო ბევრი შრომა მმართებს. უილიამსონი შესანიშნავი კალათბურთელია და გასაკვირი არაფერი არ მომხდარა. ჟურნალისტებმა კითხვები მეც დამისვეს. არ გავბრაზებულვარ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეგ არაფერი, ეგეთებიც ხდება, რაც იმ მომენტში შენ გულსა და სულში ხდებოდა ყველაფერი მოედანზე გადაიტანე და მერე რიგში ჩადგებიან.
Zero
09:00 20-06-2019
0
გული არ გაიტეხო გოგა შენს უკან შენი ქვეყანა დგას და სულ არ გჩირდება მაგათი კითხვები, დრო მოვა და აქეთ შეგეხვეწებიან.წარმატებები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული