გოგა ბითაძეს ამერიკელი ჟურნალისტები უტაქტოდ მოექცნენ - მას შენგელია, უეიდი და გრინი ამხნევებენ

AutoSharing Option
20 ივნისს NBA-ს დრაფტი ჩატარდება და რომელიმე ამერიკულ გუნდში ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის არჩევას ველით, 19 ივნისს კი ჟურნალისტების წინაშე ბითაძე და სავარაუდო პირველი პიკი ზიონ უილიამსონი წარდგნენ.

იქაური მედიის მთელი ყურადღება უილიამსონმა მიიქცია და გოგა უყურადღებოდ დარჩა.

ბითაძე ცნობილმა კალათბურთელებმა გაამხნევეს:

საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია: "ეს სურათი კარგად დაიმახსოვრეთ, ბითაძე ყველას შეგახსენებთ თავს".

NBA-ს სამგზის ჩემპიონი დუეინ უეიდი: "ეს მოტივაციისთვის საწვავივით გამოიყენე".

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი დრეიმონდ გრინი: "ბითაძემ ამ სურათს ყოველდღე უნდა უყუროს და ყველაფერი ლეწოს".

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი: "მათ არ იციან, რეალურად ვინ არის გოგა".

საქართველოს ნაკრებისა და "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი: "ჩემი ბიჭი ყველაფერს დაიმახსოვრებს! სჯობს ყველამ შეწყვიტეთ თამაში".

განმარტება გოგამაც გააკეთა: "ეს მოტივაციას მძენს. ვიცი, NBA-ს დრაფტი რაც არის და არ მინერვიულია. უფრო ბევრი შრომა მმართებს. უილიამსონი შესანიშნავი კალათბურთელია და გასაკვირი არაფერი არ მომხდარა. ჟურნალისტებმა კითხვები მეც დამისვეს. არ გავბრაზებულვარ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
ყოჩაღ გოგა,ღირსეული და თავმდაბალი კაცი ხარ,გისურვებ დიდ წარმატებებს კარიერაში და ცხოვრებაში,შრომა,შრომა და შრომა,უფალი გწყალობდეს
დავით
20 ივნისი 2019 08:43
0
ეს არის ამერიკის ნამდვილი სახე გოგამ გული არ უნდა გაიტეხოს და იმ ჟურნალისტებს სანანებლად გაუსადოს საქმე
nnn
20 ივნისი 2019 06:56
13
shen gonze ar xar mgoni saertod. amerika ra shuashia??? dzaan ki gsurs ik chasvla da vizis ageba
but
20 ივნისი 2019 13:29
7
რა შუაშია ამერიკის ნამდვილი სახე? რუსეთში როგორ ხდება ხომ არ იცი?
papai
20 ივნისი 2019 10:16
10
დარწმუნებული ვარ გოგა ამ მომენტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს . წარამტებები უმაგრეს ქართველს
ტოტტი
20 ივნისი 2019 06:12
0
ამერიკელებისგან სხვას რას უნდა ელოდებოდე კიდევ ბევრჯერ გვანახებენნ მათ რეალირ სახეს,, ჯერ ფაჩულიას ოლსტარში მოხვედრის გამო წესები შეცვალეს ეხლა ეს .. მაგრამ გოგა შენ დაუმტკიცებ რომ უმაგრესი ხარ და ამ ფოტოს გამო ბოდიშს მოგიხდიან
reali
20 ივნისი 2019 05:34
18
იქნება და ცოტა ხანში სულ აახიოს ის ჟურნალისტები
HmHmHm
20 ივნისი 2019 03:36
1
გული არ გაიტეხო გოგა შენს უკან შენი ქვეყანა დგას და სულ არ გჩირდება მაგათი კითხვები, დრო მოვა და აქეთ შეგეხვეწებიან.წარმატებები
ave
20 ივნისი 2019 02:37
0
დრო მოვა და გოგასთან ინტერვიუზე ხვეწნა მოგიწევთ!
barsa
20 ივნისი 2019 02:28
0

სიახლეები პოპულარული