ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე Eurohoops TV-სთან საუბარში გამოეხმაურა გუშინდელ ფოტოს, რომელშიც ჩანს, რომ ჟურნალისტები ზაიონ უილიამსონთან არიან მისულები, ხოლო გოგა მარტო არის დარჩენილი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა გრძნობა ეუფლება ამ ყველაფერზე, გოგა პასუხობს:
"როცა ამას ვუყურებ, უფრო მოწყურებული და თავმდაბალი ვხდები. ის ძალიან კარგი კალათბურთელია და არ მიკვირს, რომ ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი. ეს მე საერთოდ არ მაწუხებს. მოდიოდა ჩემთან ხალხი და მისვამდა შეკითხვებს, ამიტომ ამაზე არც ვდარდობ. ეს ყველაფერი კარგი იყო და აღფრთოვანებული ვარ ამ პროცესით", - თქვა ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა.
მოგეხსენებათ, დღეს ღამით NBA-ს დრაფტის 2019 წლის ღონისძიება გაიმართება. გოგა ბითაძე ამ ღონისძიებას დაესწრება და "მწვანე ოთახშიც" საკუთარ ადგილს დაიკავებს.
გოგა ბითაძეს ამერიკელი ჟურნალისტები უტაქტოდ მოექცნენ - მას შენგელია, უეიდი და გრინი ამხნევებენ
"დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან, ჩემო ძმაო" - ზაზა ფაჩულიამ გოგა ბითაძე გაამხნევა
რეალურადაც ეგრეა, ჩემს თვალწინ ბევრი კალათბურთელი გაიზარდა, მაგრამ შენ მათ შორის ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ხარ!