NBA-ს დრაფტზე "ინდიანას" მიერ გოგა ბითაძის არჩევის შემდეგ კომენტარი ამ გუნდის მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა გააკეთა:
"გუნდში გვყავს მესამე ტანმაღალი მოთამაშე, რომელიც უნარიანია, ეხერხება სამქულიანების სროლა, პასი, გარღვევა, დაცვა და დაფარებები. საბონისს შევადარებდი.
მრავალმხრივი კალათბურთელია და გახარებულები ვართ. ვესაუბრე, ის სათამაშოდ მზადაა".