21 ივნისს, ბრუკლინის "ბარკლაი სენთერში" ჩატარებულ NBA-ს 2019 წლის დრაფტზე 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მე-18 ნომრად აირჩიეს.
ბითაძე კარიერას აღმოსავლეთ კონფერენციის "ინდიანა პეისერსში" გააგრძელებს. ეს გუნდი რეგულარულ სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გავიდა, პლეი-ოფში კი "ბოსტონმა" სძლია.
როგორც პირველ რაუნდში არჩეულს, ბითაძეს ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
ახალ გუნდში მისი კონკურენტები მაილს ტერნერი და დომასტას საბონისი იქნებიან.
დრაფტზე აქამდე 5 ქართველი ჰყავდათ არჩეული: ვლადიმერ სტეფანია (1998 წელს), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (2002 წ), ზაზა ფაჩულია (2003 წ), ვიქტორ სანიკიძე (2004 წ) და თორნიკე შენგელია (2012 წ).
დრაფტი 2019
1. ზიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი)
2. ჯა მორანტი (მემფისი)
3. არ ჯეი ბარეტი (ნიუ იორკ ნიქსი)
4. დეანდრე ჰანტერი (ატლანტა)
5. დარიუს გარლანდი (კლივლენდი)
6. ჯარეტ ქალვერი (ფინიქსი)
7. კობი უაითი (ჩიკაგო)
8. ჯექსონ ჰეიესი (ატლანტა)
9. რუი ჰაჩიმურა (ვაშინგტონი)
10. კემ რედიში (ატლანტა)
11. კემერონ ჯონსონი (მინესოტა)
12. პი ჯეი ვაშინგტონი (შარლოტი)2. ჯა მორანტი (მემფისი)
3. არ ჯეი ბარეტი (ნიუ იორკ ნიქსი)
4. დეანდრე ჰანტერი (ატლანტა)
5. დარიუს გარლანდი (კლივლენდი)
6. ჯარეტ ქალვერი (ფინიქსი)
7. კობი უაითი (ჩიკაგო)
8. ჯექსონ ჰეიესი (ატლანტა)
9. რუი ჰაჩიმურა (ვაშინგტონი)
10. კემ რედიში (ატლანტა)
11. კემერონ ჯონსონი (მინესოტა)
13. ტაილერ ჰირო (მაიამი)
14. რომეო ლანგფორდი (ბოსტონი)
15. სეკუ დუმბუია (დეტროიტი)
16. ჩუმა ოკეკე (ორლანდო)
17. ნაქილ ალექსანდერ-უოლკერი (ბრუკლინი)
14. რომეო ლანგფორდი (ბოსტონი)
15. სეკუ დუმბუია (დეტროიტი)
16. ჩუმა ოკეკე (ორლანდო)
17. ნაქილ ალექსანდერ-უოლკერი (ბრუკლინი)
18. გოგა ბითაძე (ინდიანა)
19. ლუკა სამანიჩი (სან ანტონიო)
20. მატის ტიბალი (ბოსტონი)
გოგა ბითაძის პირველი კომენტარი NBA-ს დრაფტზე არჩევის შემდეგ