თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთიც ითამაშა. ამ დროში მან 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მეთ ჯენინგმა კი შეხვედრაში 16 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მატჩის გმირი კი მალაგელი ჯოშ ადამსი გახდა, რომელმაც 23 ქულას მოუყარა თავი და "უნიკახას" გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ", რომელსაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამარჯვება არ ჰქონდა, პირველი 2 ქულა მოიპოვა. კანარისკუნძულელები მესამე ტურში სტუმრად "მანრესას" შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით – 75:74 დაამარცხეს.
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის პირველი ნახევარი სტუმრებმა 7 ქულით მოიგეს. სწორედ 7 ქულით იმარჯვეს მანრესელებმა მესამე პერიოდში და ბოლო ათწუთეულში ყველაფერი ახლიდან დაიწყო. გადამწყვეტი პერიოდი კანარისკუნძულელებმა 19:18 მოიგეს და შეხვედრაც სათავისო ანგარიშით დაასრულეს.
გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც 25 წუთი ითამაშა. ამ დროში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო.

"ბასკონიას", ისევე, როგორც შერმადინის "ტენერიფესა" და ბურჯანაძის "გრან კანარიას", სამი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს. 13 ოქტომბერს ბასკურ დერბიში ბასკონია სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით