გოგა ბითაძეს NBA-ში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს დღეს, 16 ოქტომბრის დილით, დებიუტი ჰქონდა "ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში. NBA-ს რეგულარული სეზონის მოსამზადებელ მატჩში "მინესოტას" წინააღმდეგ გოგამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ერთხელ დაბლოკა მეტოქის ტყორცნა. აღსანიშნავია, რომ "პეისერსის" შემადგენლობაში გოგაზე მეტი ქულა არავის ჰქონდა, მხოლოდ მაკდერმოტმა ჩააგდო ასევე 14 ქულა.
დებიუტის კვალობაზე, ყველაფერი კარგად გამოვიდა, გარდა შედეგისა - "ინდიანა" "მინესოტა ტიმბერვულვზთან" 111:119 დამარცხდა. თუმცა ეს მოსამზადებელი ეტაპის მატჩი იყო და დიდი მნიშვნელობა მას არ ენიჭება.
გოგა ბითაძეს გაუცდა ზაფხულის ლიგა, ვერ ითამაშა ინდოეთში "საკრამენტოს" წინააღმდეგ და ახლა ფანების თვალწინ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდა. იმედია, ბითაძე სათამაშო წუთებს რეგულარული სეზონის შეხვედრებშიც მიიღებს და ქართველი ცენტრი პროგრესს განაგრძობს.
კი კარგი იყო მაგრამ, 6 დაკარგვა რომ ქონდა ისიც უნდა დაწეროთ, როცა პირად სტატისტიკას წერთ.. ეს გაბუქებები გინდა ჩვენი ფეხბურთელების გინდ კალათბურთელების არაა საჭირო. ჯერ იმიტომ რომ ჩვენც ქართველები ვართ ჩვენი სპორცმენის 5 შეცდომის მერე 1 შედეგიანი გადაცემაც რომ გააკეთოს იმ შედეგიანს მივაქცევთ ყურადღებას. მაგრამ თქვენ ჟურნალისტები ხართ და მეტი პროფესიონალიზმი გმართებთ. უგულშემატკივრეთ ბაზარი არაა ოღონდ წერეთ ობიექტურად. ხალხს გარჩევის და შედარების ობიექტური გარჩევის საშუალება რომ ქონდეს. იმედია არ დაბლოკავთ) მარა არაა გამორიცხული ეგაც სტატიიდან გამომდინარე) მხოლოდ კარგს წერთ თქვენ) კრიტიკას მალავთ)
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.