ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 35:43 წუთი ითამაშა. შენგელიამ 8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 18 ქულას შენგელიამ 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 28-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ბასკონიელთაგან 21 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა პიეირა ანრი, რომელიც საერთო შედეგიანობით შენგელიას ოდნავ ჩამორჩა.
ამ მოგებით ბასკონიელებმა ცხრილში საქმე ოდნავ გამოისწორეს. 2 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი მე-11 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 27 ოქტომბერს ბასკონიელები ტენერიფეში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარს" შეხვდებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით