გოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი ჰქონდა, პირველი ქულებიც მოიპოვა, თუმცა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პ ეისერსის" ახალგაზრდა ცენტრ გოგა ბითაძეს დღეს, 27 ოქტომბრის დილით, დებიუტი ჰქონდა NBA-ის ოფიციალურ შეხვედრაში "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ. 

გოგამ პარკეტზე 4 წუთი გაატარა და ამ დროში 2 ქულა მოიპოვა და ერთხელ მოხსნა ბურთი. ალბათ, კიდევ უფრო მეტი სათამაშო დრო ექნებოდა, რომრომ არა ტრავმა, რომელიც სეზონის წინ მიიღო. მეორე მეოთხედის დასაწყისში გოგამ პარკეტი კოჭლობით დატოვა და მთავარ მწვრთნელს მოედანზე აღარ შეუყვანია.

"ინდიანას" შემადგენლობაში საუკეთესო მალკომ ბროგდონი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო და 10 გადაცემა გააკეთა. მაილს ტერნერმა
შეხვედრა 11 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. დომანტას საბონისს 14 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა. შეხვედრა კი ინდიანაპოლისელებმა 111:117 დათმეს.

"ინდიანას" 2 შეხვედრიდან 2 მარცხი აქვს და შემდეგ თამაშს "დეტროიტთან" 29 ოქტომბერს გამართავს.


altNBA. რეგულარული სეზონი: ვესტბრუქის სამმაგი დუბლი დერიკ როუზის 31 ქულამ დაჩრდილა [VIDEO]

altგოგა ბითაძე თანაგუნდელებს ქართულად საუბარს ასწავლის [VIDEO]

altგოგა ბითაძეს NBA-ში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაშზე ანგარიში არ დაფიქსირდა ადმინ?)))
Soso
27 ოქტომბერი 2019 15:53
0
ჯერ ჩემპიონატი არ დაწყებულა და უკვე ტრავმა მიიღო?კარგით რაა?
აჩიკო
27 ოქტომბერი 2019 18:26
1
ანგარიშიც რომ დაგეწერათ, არ იქნებოდა ურიგო!
გულშემატკივარი
27 ოქტომბერი 2019 15:39
0
რამე სიახლე არის გოგას ტრამვაზე?
ნოდ
28 ოქტომბერი 2019 01:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული