როგორც ყველა სპორტსა და გუნდში, დებიუტანტს ყოველთვის უწევს თავისი "ვალის მოხდა" და გოგა ბითაძისათვის ასეთი პოლისტიროლის საიზოლაციო მასალით სავსე მანქანა აღმოჩნდა.
ხუთშაბათს გოგა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშიდან მოდიოდა და კლუბის ავტოსადგომზე მიაბიჯებდა, როცა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მალკომ ბროგდონმა თქვა, რომ გოგა არ ასრულებდა დებიუტანტის მოვალეობებს. სხვებიც დაეთანხმნენ, რომ გოგა მართლაც არაფერს აკეთებდა და ეს სირცხვილი იყო.
ამ ყველაფერს გუნდის კაპიტანი და ცენტრი მაილს ტერნერი იღებდა, რომელმაც გამოაქვეყნა კიდეც აღნიშნული კადრები. მანქანასთან მიახლოებულმა გოგამ დაინახა, რომ მისი ავტომობილი პოლისტიროლის საიზოლაციო მასალით იყო სავსე. მართალია, თავიდან ბურბუშელა ეგონა, თუმცა...
ბითაძემ ყველაფერი ისე მიიღო, როგორც დებიუტანტს შეეფერებოდა - ღიმილით.
NBA. რეგულარული: გოგა ბითაძის ჩატენვა და "ინდიანას" ნანატრი გამარჯვება [VIDEO]
გოგა ბითაძემ 12 წუთში 7 ქულა ჩააგდო, "პეისერსი" დამარცხდა
forbes: გოგა ბითაძე მეტია, ვიდრე რიგითი ახალწვეული - გასაკვირი და შთამბეჭდავია