28 ნოემბერს, ევროლიგის მე-11 ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად 68:100 დამარცხდა "პანათინაიკოსთან".
ათენში მატჩს 11 945 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა ოთხივე მეოთხედი მოიგეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
შენგელიამ 28:35 წუთში 11 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 30:02 წუთში 8 ქულა ჩააგდო.
"ბასკონია" 5 მოგებით მე-9 ადგილზეა და 6 დეკემბერს სტამბულის "ანადოლუ ეფესს" უმასპინძლებს.