თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში "ანდორას" ესტუმრა და 15 ქულის სხვაობით დამარცხდა - 82:97.
ქართველმა კალათბურთელმა, თავისი ფორმიდან გამომდიანარე მეტოქეს საკმაოდ ცოტა - მხოლოდ 9 ქულა ჩაუგდო. თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. შენგელიამ ბურთი 4-ჯერ მოხსნა და ერთი გადაცემაც მიითვალა.
საქართველოს ნაკრბის ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა კი "ანდორას" 12 ქულა ჩაუგდო.
ერთ-ერთი ეპიზოდში, კი თოკომ მეტოქე კალათბურთელთან იჩხუბა, რაც პარკეტის დატოვებად დაუჯდა.
"ბასკონიამ" ჩემპიონატში მე-6 მატჩი წააგო. თორნიკეს გუნდი მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში "ხუვენტუდ ბადალონას" მასპინძლობს.
მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე 1 500-ქულიანი ზღვარი გადალახა და "ზენიტთან" MVP გახდა!
თორნიკე შენგელია რუსულმა "არმიამაც" ვერ შეაჩერა - ისევ MVP და ბომბარდირია! [VIDEO]