თორნიკე შენგელია რუსულმა "არმიამაც" ვერ შეაჩერა - ისევ MVP და ბომბარდირია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ნოემბერს, ევროლიგის მე-9 ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი ლიდერი, მოსკოვის ცსკა 80:70 დაამარცხა.

მატჩმა ვიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია, 10 439 მაყურებელი დაესწრო და მეტად დაძაბულად წარიმართა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა გაქცევა. გადამწყვეტი პერიოდის წინ მასპინძლები 2 ქულით იყვნენ წინ და საბოლოოდ 10 ქულით იმარჯვეს.

შენგელია კვლავ ჩინებული გახლდათ: 32:10 წუთში 22 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

თორნიკე მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 23-იანი კოეფიციენტით MVP
გახდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 18:42 წუთში 7 ქულა ჩააგდო.

სტუმართა გუნდში 17-17 ქულით გამორჩეულები გამთამაშებლები - ამერიკელი მაიკ ჯეიმსი და ლატვიელი იანის სტრელნიეკსი იყვნენ.

"ბასკონია" 4 მოგებით მე-10 ადგილზეა და 22 ნოემბერს აუტსაიდერ "ზენიტს" უმასპინძლებს.

altშენგელიას შესანიშნავმა თამაშმა "ბასკონია" მარცხისაგან ვერ იხსნა [VIDEO]

altშენგელია ბრწყინავს - თორნიკეს სარეკორდო 31 ქულის მიუხედავად, "ბასკონია" მაინც მარცხდება [VIDEO]

altთორნიკე შენგელია ევროლიგის 10-წლეულის საუკეთესო კალათბურთელთა ნომინანტებს შორის დაასახელეს!

altMarca: თორნიკე შენგელიას სპექტაკლი - ის ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
გენაცვალე თოკო!მისი თამაში ნამდვილი სიამოვნებაა.მადლობთ.
0
თორნიკე სეზონში საშუალოდ 61,3 %-ით ისვრის ორქულიანებს, 44,1 %-ით სამქულიანებს, 84,2 %-ით საჯარიმოებს, ამას პლიუს საშუალოდ 6,4 მოხსნა, მეტოქეების 5 ჯარიმა საშუალოდ დაუმატეთ და ევროლიგის ყველაზე სტაბილური და ძლიერი კალათბურთელიც თქვენს წინაშე იქნება
გულშემატკივარი
15:10 21-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული