გოგა ბითაძის "ინდიანა" "მემფისს" მისსავე მოედანზე გაუსწროდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა" სტუმრად "მემფისს" შეხვდა და ანგარიშით 117:104 დაამარცხა.

სამწუხაროდ ქართველი ცენტრი პარკეტზე მხოლოდ 2.55 წუთით გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა ჯერენ ჯექსონმა ჩააგდო, სოლომონ ჰილმა კი 22 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება "პეისერს", სტუმრები გუნდურად გაისარჯნენ და სწორედ ამის დამსახურებით შეძლეს თამაშის მოგება. ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა შეძლო 10-ქულიანი ბარიერის გადალახვა. მალკომ ბროგდონმა 19 ქულა ჩააგდო, დომანტას საბონისმა კი 18 ქულას 14 მოხსნა და 8 პასი მიამატა.
მაილს ტერნერის ანგარიშზე 17 ქულაა.

ამ მატჩის შემდეგ "ინდიანას" 13 მოგება და 7 მარცხი აქვს, ინდიანელები დასავლეთ კონფერენცია მყარად იკავებენ მე-6 პოზიციას.

მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი სტუმრად "ოკლაჰომასთან" 5 დეკემბერს ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საღლოტი-ფინიქსი 104:109
ფილადელფია-იუტა 103:94
ატლანტა-გოლდენ სტეიტი 104:79
მილუოკი-ნიო იორკი 132:88
საკრამენტო-ჩიკაგო 106:113
მკითხველის კომენტარები / 8 /
საღლოტი კი არა "კვატი".-შარლოტი-ფენიქსი კორექტორი ქართული ენის მცოდნე ვერ გყავთ ვაი პროფესიონალებო????
მიხო
15:59 03-12-2019
0
რა არავაჟკაცური არაქართული კომენტარები გაქვთ ქართთველებო!!!ასმილიონიანი ერებიდან თითო ოროლა ბიჭი თუ თამაშობს ენბეაში,ბითაძე დიდ სპორტშია და მაგარი კალათბურთელიაგვყვავს ქართველებს მაგ ბიჭზე ძლიერი კალათბურთელი დღეს? არა.რა უჯიგროდ, ღვარძლით წერთ.ღმერთმა არ დაგვაჭირვოს და ბრძოლის ველზე როგორ დაგიდგეთ მხარდამხარ ქართველები ერთმანეთს როდემდე ამდენი უვიცობა უტაქტობა არაპროფესიონალიზმი მთავრობიდან წყებული ჟურნალისტებით და უბრალო კომენტატორებით დამთავრებული...როდემდე ხალხო სანამ არაობიექტურად არ დავჭამთ ურთიერთ ვერ დანახვით ნიჭიერებისა და მონდომებულთა ,სანამ ქვეყანას არ დავაქცევთ? უჭკუობიყა და შურითა ჩვენისავე ? მწვრთნელისა და მოთამაშის პრობლემაა უფრო, არაჯანსაღი კონკურენციის ფონზე გუნდში....ამოვუდგეთ რეალურად ქართველებო ერთმანეთს მხარში, ჩვენი დამმარცხებელი ვერ იქნება ვერავინ.....
ღვთაებრივი ქარი. GREAT BRITISH.
15:52 03-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული