თორნიკე შენგელიას 20-მა ქულამ "ბასკონიას" "ეფესთან" ვერ უშველა

AutoSharing Option
6 დეკემბერს, ევროლიგის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ვიტორიაში 77:102 განადგურდა ლიდერ "ანადოლუ ეფესთან".

"ბასკონია" უკანასკნელ ხანს წარუმატებლად ასპარეზობს და ეს შეხვედრაც პირწმინდად წააგო. სტამბოლური გუნდი დიდ უპირეტასობას ფლობდა, ყველა მეოთხედი მოიგო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შენგელია "ანადოლუ ეფესის" ამერიკელი გამთამაშებლის შეინ ლარკინის შემდეგ პარკეტზე საუკეთესო იყო: 35:44 წუთში 20 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19 გახლდათ.

ლარკინმა 24 ქულა ჩააგდო და 37-იანი
კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 12:12 წუთში "ბასკონიას" ვერაფრით ვერ შეეწია - სამივე სამქულიანი გააცუდა.

"ბასკონია" 5 მოგებით მე-11 ადგილზეა და 12 დეკემბერს სტუმრად "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეფესთან ბრძოლა ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება, ასეთი სიზუისტით 3-ქულიანების სროლა ბევრი არ მახსოვს, რაც მთავარია რამოდენიმე ასრულებდა წარმატებით, ბასკონიაში კი შენგელიას გარდა უმრავლესობა წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობდა.
ნუგზარი
19:46 07-12-2019
0
ვუყურე თამაშს, ეფეს ბასკონია კი არა მარტო შენგელია ეთამაშებოდა
irakli
10:40 07-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული