გოგა ბითაძემ "შარლოტთან" 8 წუთში 2 ქულა ჩააგდო - "ინდიანამ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ მოედანზე "შარლოტ ჰორნეთსი" 107:85 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ამ მატჩის წინ "პორტ უელში" იყო განათხოვრებული, "ერი ბეიჰოუკსთან" მატჩში (113:93) 35 წუთში 26 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, უკან დააბრუნეს და 7:58 წუთი ათამაშეს.

გოგამ 2 ქულა ჩააგდო (1-დან 1 ორქულიანი), ერთხელ მოხსნა ბურთი, ორჯერ დაუფარა მეტოქეს, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 23 ქულით ინდიანელთა გამთამაშებელი აარონ ჰოლიდეი გახდა. რაც შეეხება "პეისერსის" ცენტრებს, დომანტას საბონისმა
34:04 წუთში 12 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა, ხოლო მაილს ტერნერმა - 25:56 წუთში 14 ქულა და 10 მოხსნა.

მატჩის MVP მარგი ქმედების 23-იანი კოეფიციენტით "შარლოტის" ცენტრი კოდი ზეელერი იყო (19 ქულა და 12 მოხსნა).

"ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში 27 მატჩიდან 18 მოიგო, მეექვსე ადგილზეა და 18 დეკემბერს "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
რვა წუთში სამი პერსონალური დზაააააააააალიან ბევრია! :–(
2
რა შეშინებული თამაშობს ცოტა მიწაექი საბონის შეხედე როგორ თამაშობს. ფაჩულიას კლასი საერთოდ არ ქონდა მაგრამ ჟილკით რამდენს მიაღწია შენკიდე ნიჭიც გაქვს და კლასიც . მეტი სითმამეა საჭირო და უზომო შრომა ნბა ევროლიგა კიარააა
lasha
12:30 16-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული