es.nba.com: თორნიკე შენგელია ევროპაში უნიკალურია და ზაფხულში NBA-ს კარი შეიძლება მისთვის კვლავ გაიღოს

AutoSharing Option
NBA-ს ესპანურენოვანმა ვერსიამ წერილი გამოაქვეყნა ევროლიგის იმ კალათბურთელებზე, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დაბრუნება ან პირველად გადასვლა შეუძლიათ.

სტატიის ავტორი ხერარდ სოლე თორნიკე შენგელიაზე (ბასკონია), შეინ ლარკინზე (ანადოლუ ეფესი), ნიკოლა მილუტინოვზე (ოლიმპიაკოსი), ფაკუნდო კამპაცოსა (რეალი) და ლორენცო ბრაუნზე (ცრვენა ზვეზდა) ამახვილებს ყურადღებას და მკითხველს პირველ რიგში ჩვენებურზე მოუთხრობს, თანაც ერთობ აღმატებულ ტონში:

"NBA-ში თამაში ყველას დიდი სურვილია და მათთვის ევროპაში ყველაზე მაღალ დონეზე ასპარეზობა ტრამპლინისთვის იდეალური საშუალებაა. რუბრიკაში შევეცდები გაგაცნოთ ის მოთამაშეები, რომლებიც ევროპაში ბრწყინავენ და შეიძლება ზოგიერთი მათგანი ლიგის გენერალურ
მენეჯერებს კარგად მონიშნულიც ჰყავთ.

თორნიკე შენგელია (28 წლის, სიმაღლე 206 სანტიმეტრი)

შენგელიამ თავისი თამაშით ფორმის პიკს უწია და გუნდის აბსოლუტური ლიდერია. 22 წლის ასაკში "ბულსსა" და "ნეთსში" უასპარეზია, ახლა კი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავია. "ბასკონიაში" ის ბოლომდე იბრძვის, საუკეთესო დროება უდგას ფანტასტიკური მაჩვენებლით - საშუალოდ მატჩში 18.0 ქულა, 6.2 მოხსნა და მარგი ქმედების 20.1-იანი კოეფიციენტი.

ის უკანასკნელ სეზონებში სტაბილურობით გამოირჩევა, თან მიმდინარე სეზონში სტატისტიკა მაქსიმალურად გააუმჯობესა: სამქულიანების ტყორცნები 42%-მდე და ასე აუცილებელი საჯარიმოები 52%-დან 75.4%-მდე.

შენგელიას ოსტატობა ტემპსა და სივრცეში ევროპაში უნიკალურია და როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი თავისუფალი აგენტისთვის, ზაფხულში NBA-ს კარი მისთვის შეიძლება კვლავ გაიღოს".

altთორნიკე შენგელიას ორმაგმა დუბლმა "ბასკონიას" ვერ უშველა

altთორნიკე შენგელიას 19 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება "მურსიასთან"

altთორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე 1 500-ქულიანი ზღვარი გადალახა და "ზენიტთან" MVP გახდა!

altშენგელია ბრწყინავს - თორნიკეს სარეკორდო 31 ქულის მიუხედავად, "ბასკონია" მაინც მარცხდება [VIDEO]

altთორნიკე შენგელია ევროლიგის 10-წლეულის საუკეთესო კალათბურთელთა ნომინანტებს შორის დაასახელეს!

altMarca: თორნიკე შენგელიას სპექტაკლი - ის ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა [VIDEO]

altთორნიკე შენგელიას 29 ქულა და საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა უნდა ამ ამერიკაში? იქ ვინ დააფასებს ისე, როგორც ევროპაში? გოგა ბითაძე ნახეთ - ბრწყინვალე კალათბურთელია და NBA-ში სათადარიგო სკამზე დაალპეს ეს გენიოსი ბიჭი!
დათა
19:45 03-01-2020
0
NBA-დან ნაკრებს ვეღარ ეხმარებიან სრულფასოვნად. სჯობს ევროპაში იყოს!
ერი
11:09 25-12-2019
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული