თორნიკე შენგელიამ გადამწყვეტი ჩააგდო და "ბასკონიამ" "ბარსელონას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 იანვარს, ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში "ბარსელონა" 76:74 დაამარცხა.

რიგი წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ ბასკურმა გუნდმა მრისხანე მეტოქესთან თამაში კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგო, მესამე მეოთხედში კატალონიელებმა ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს, შეხვედრის დასასრულს ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა ბოლოს შენგელიამ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და "ბასკონიამ" გაიმარჯვა.

შენგელიამ 31:09 წუთში 13 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი), 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 29:16 წუთში 8
ქულა ჩააგდო.

20 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP მასპინძელთა გუნდის კალათბურთელი პეირია ჰენრი გახდა.

"ბასკონია" 7 მოგებით მე-12 ადგილზეა და 9 იანვარს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ჟილკით გადაატენე, ეს არის ჩვენი თოკო. გენაცვალე თოკო. წარმატებები.
G.LA
13:51 04-01-2020
0
ბოლო მაგრად გადაატენა
lebroni
11:08 04-01-2020
0

სიახლეები პოპულარული