გოგა ბითაძემ 2 წუთში ბევრი რამ მოასწრო - "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" სტუმრად "შარლოტ ჰორნეტსი" ანგარიშით 115:104 დაამარცხა.

"ინდიანა პეისერსის" ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე მხოლოდ 2:41 წუთი გაატარა, თუმცა მცირე დროის კვალობაზე, ბევრი რამ მოასწრო.

გოგა ორჯერ დაემუქრა მეტოქის ფარს და 1 ორქულიანი ზუსტად მოათავსა კალათში. ამას გარდა, ერთხელ მოხსნა ბურთი, 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთის დაკარგვაც მოასწრო. 

"ინდიანა" 23 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 9 იანვარს შინ "მაიამისთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის
სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ორლანდო-ბრუკლინი 101:89
ფილადელფია-ოკლაჰომა 120:113
ვაშინგტონი-ბოსტონი 99:94
ატლანტა-დენვერი 115:123
ნიუ ორლეანი-იუტა 126:128
დალასი-ჩიკაგო 118:110
სან ანტონიო-მილუოკი 126:104
საკრამენტო-გოლდენ სტეიტი 111:98

altბითაძემ მისთვის გამოყოფილი წუთები ისევ შედეგიანად გამოიყენა





ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
დაემუქრა))))))
0
მალე 30 წამით რომ გამოვა იმაზეც დაწერენ ბევრი რამ მოასწროო
grani
13:20 07-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული