შენგელიას "ბასკონიამ" ბურჯანაძის "გრან კანარია" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს, ლიგა ენდესას მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" სტუმრად 89:72 დაამარცხა.

შენგელიამ 34:17 წუთში 13 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22 იყო.

ბურჯანაძემ 17:41 წუთში 10 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 23:48 წუთში 8 ქულით შეეწია.

"ბასკონია" 8 მოგებით მეთერთმეტე ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" ამდენივე მოგებით
- მეთორმეტეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული