14 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" საკუთარ მოედანზე 84:89 დამარცხდა "ნიმბურკთან".
სტუმართა გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა ახალწვეულმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა, რომელმაც 26:18 წუთში 21 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი), 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ის მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
რაც შეეხება შერმადინს, 26:34 წუთში 8 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 6 გახლდათ.
"ტენერიფესა" და "ნიმბურკს" 9-9 მოგება აქვთ, პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ და პლეი-ოფის საგზური პრაქტიკულად გაინაღდეს.
ამ შეხვედრის რეზიუმეს სახით იმის თქმა შეიძლება, რომ დიქსონი შესანიშნავ ფორმაშია და საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა იღონოს მის ნაკრებში დასაბრუნებლად.
მაიკლ დიქსონი შეიძლება დაბრუნდეს - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი?
მაიკლ დიქსონი სეზონის ბოლომდე "რეჯიო ემილიაში" ითამაშებს
ილიას ზუროსი: მაიკლ დიქსონსა და ტედ მაკფადენს ერთმანეთს ვერ შევადარებ
მადლობა ულამაზეს საქართველოს - მაიკლ დიქსონის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში
ექსკლუზივი. მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი ცნობილია